15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო

Facebook
Twitter

საქართველოში 15 ივნისიდან ადგილობრივი ტურიზმი გაიხსნება, ხოლო 1-ელი ივლისიდან საერთაშორისო ტურიზმი. აღნიშნულ განცხადებას პრემიერი გახარია ავრცელებს.

„საქართვლოს მთავრობას აქვს გეგმა და ეს გეგმა შესრულდება. 15 ივნისიდან საქართვლო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის, ხოლო პირველი ივლისიდან საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები. ამას ჩვენ გავაკეთებთ როგორც სახმელეთო საზღვრებზე უსაფრთხო კორიდორის შექმნით ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, ასევე გავაკეთებთ უსაფრთხო კორიდორების შექმნის შესაძლებლობით ორმხრივი მოლაპარაკების თვალსაზრისით ტურისტულად ჩვენთვის საინტერესო ქვეყნებიდან. ეს მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გახსნის თავის საზღვრებს და ტურისტულ ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ მიიღოს უცხო ქვეყნიდან სტუმრები,“ – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სტატიები