საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი პირველი რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში

Facebook
Twitter

საქართველო უნდა გახდეს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

„ჩვენი დღევანდელი შეხვედრის ყველაზე მთავარი მიზანი და მიზეზი გახლავთ ტურისმის ანტიკრიზისული მხარდაჭერის და ტურიზმის როგორც ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარგის გახსნის გეგმის განხილვა. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხები იმისთვის, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ 3-4 თვეა ვიბრძვით ორ ფრონტზე ერთდროულად. პირველი გახლავთ მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ხოლო მეორე ჩვენი ეკონომიკის გადარჩენა, ეკონომიკის წინსვლა და ეკონომიკის ეფექტური გახსნა. თითეოულ ჩვენგანს მოეხსენება, რომ უკვე დაწყებულია გლობალური კონკურენცია ქვეყნებს შორის, როგორც ტურისტების მოზიდვის, ასევე შემდგომ ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად, საქართველო უნდა იყოს ერთ-ერთი პირველი და რეგიონში პირველი ქვეყანა, რომელიც ტურიზმს აამუშავებს უახლოეს პერიოდში, რა თქმა უნდა, ყველა იმ სტანდარტების და უსაფრთხოების დაცვით, რომელზეც უახლოეს დღეებში გვექნება რეკომენდაციები ტურიზმის საერთაშორისო მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან“, – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი სტატიები