11 მაისიდან საქართველოში ყველა სახის წარმოება გაიხსნება

Facebook
Twitter

11 მაისიდან საქართველოში ყველა სახის წარმოება გაიხსნება. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ავრცელებს. ამასთანავე, გაიხსნება ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

„11 მაისიდან ჩვენ გავხსნით ყველა სახის წარმოებას. თუ აქამდე საუბარი იყო მხოლოდ და მხოლოდ სამშენებლო მასალების წარმოებაზე, მომავალი კვირიდან გავხსნით ყველა სახის წარმოებას. გარდა ამისა, ჩვენ გავხსნით ყველა სახის საცალო და საბითუმო მაღაზიას, რომელსც აქვს შესასვლელი ქუჩიდან და რომელიც არ ვაჭრობს ტანსაცმით და ფეხსაცმლით. ეს არ ეხება მოლებს“ – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი სტატიები