ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე ზვავი შესაძლოა მეორედაც ჩამოწვეს

Facebook
Twitter

ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის 36-ე კილომეტრზე საძიებო სამაშველო სამუშაოები მეორე დღეა მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ზვავი შესაძლოა მეორედაც ჩამოწვეს, რაც სამძებრო სამუშაოებს აფერხებს.

„ადგილზე მობილიზებული არიან ჰიდროლოგები. საძიებო-სამაშველო პროცესი მათი მეთვალყურეობითა და რეკომენდაციების მიხედვით მიმდინარეობს. გზის მონაკვეთზე ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ში გუშინ შემოვიდა. ზარის ინიციატორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებული იყო ორი მოქალაქე, მათ შორის ერთის ამოყვანა მაშველებმა მოახერხეს. იგი საავადმყოფოშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მეორე, დაკარგული მოქალაქის ძიება კი, ამ დრომდე გრძელდება. ზვავის ჩამოწოლის ადგილზე, დრონის საშუალებით ხდება ტერიტორიის მონიტორინგი“,- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სტატიები