ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა

Facebook
Twitter

ოკუპირებულ ცხინვალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ირკვევა, რომ ინფიცირებული მამაკაცია, რომელიც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“ 30 აპრილს რუსეთის ფედერაციიდან შევიდა.

„ის კარანტინში იმყოფებოდა, რა დროსაც დაუფიქსირდა ტემპერატურა და ვირუსი დაუდასტურდა. მამაკაცი ინფექციურ დაავადებათა კლინიკაში იზოლირებულ პალატაშია მოთავსებული,“- განაცხადა ოკუპირებული ცხინვალის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, მარინა კოჩიევმა.

მსგავსი სტატიები