ვანელმა ფერმერმა ქალმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა

Facebook
Twitter

ვანელმა ფერმერმა ქალმა კიტრის ერთი სათბური თანამშრომელ ქალებს აჩუქა. ცნობისთვის, აღნიშნულ სათბურში 4 ქალი მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსმა ამ ქალების ოჯახები სამუშაოს გარეშე დატობა. მათი ერთადერთი შემოსავალი კი ამჟამად აღნიშნული სათბურია.

“ხელფასებიც გავუზარდე, მაგრამ რომ მივხვდი, ეს საკმარისი არ იყო, სათბური მივეცი. მოსავალი 3 კვირაში მოვა და გაყიდვაშიც დავეხმარები. რამდენიმე თვით მოგების გარეშე ყოფნა მე არ გამაღატაკებს, ჩემს გოგოებს კი ძალიან გაუჭირდებოდათ”, – აცხადებს ფერმის მფლობელი ქეთი თომეიშვილი.

მსგავსი სტატიები