ტესტირების გაფართების მიუხედავად ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო, – ლევან რატიანი

Facebook
Twitter

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს 3 გამოჯანმრთელებული დატოვებს. აღსანიშნავია, რომ გამოჯანმრთელებულთა შორის 1 მედპერსონალია.

„ამ ეტაპზე კლინიკაში იმყოფება 61 პაციენტი. დღეს კლინიკიდან ეწერება სამი გამოჯანმრთელებული პაციენტი. გაგზავნილი გვაქვს კიდევ რამდენიმე ტესტი, თუ მოვიდა განმეორებით უარყოფითი პასუხი, ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას.

რაც შეეხება მედპერსონალს, რომელიც ჩვენ კლინიკაშია, ერთი მათგანი გაეწერა და რამდენიმე რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. როდესაც გავა პროტოკოლით გათვალისწინებული პერიოდი, ისინიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას“,- აღნიშნა რატიანმა.

აღსანიშნავია, რომ ტესტირების გაფართების მიუხედავად ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა იკლო.

„ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების შემთხვევები შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების რიცხვი გაიზარდა, რაც ყველას, მათ შორის მე და მედპერსონალს გვახარებს“,- დასძინა რატიანმა.

მსგავსი სტატიები