საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა, – კალაძე

Facebook
Twitter

თბილისის მერმა დედაქალაქეის მთავრომის სხდომაზე განაცხადა, რომ საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა. აღნიშნულმა სიტუაციამ გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და კერძო სექტორი აღმოჩნდა მძიმე მდგომარეობაშა.

“ყველასთვის ცნობილია, რომ კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ საკმაოდ ნეგატიური გავლენა იქონია ეკონომიკურ მდგომარეობაზე არამხოლოდ საქართველოში, მთელ მსოფლიოში. არც ჩვენი დედაქალაქი თბილისია გამონაკლისი. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე საბიუჯეტო შემოსავლების ნაწილში არსებული სურათი გაუარესდა, სამწუხაროდ. თავის მხრივ, ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ნეგატიური გავლენა იქონია ბიზნეს სექტორზე და მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა კერძო სექტორი,” – აღნიშნა კალაძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს საიმისოდ, რომ გვერდში დაუდგეს პირებს, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულნი არიან.

“მინდა იცოდნენ მათ, რომ ისინი მარტო არ დარჩებიან ამ რთულ ვითარებაში, როგორც მუნიციპალიტეტის, ისე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა, რომ ერთად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. ჩვენ მოგვიწევს გაათმაგებული და გაასმაგებული შემართებით მუშაობა იმისთვის, რომ მინიმუმ დავბრუნდეთ იმ მდგომარეობაზე, რომელიც პანდემიამდე გვქონდა. ამიტომ მოგვიწევს უფრო მეტი შემართებით, 24 საათიანი თავდაუზოგავი შრომა არსებული მდგომაროების გამოსასწორებლად,” – დასძინა კალაძემ.

მსგავსი სტატიები