“პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით”, – ეზუგბაია კრიტიკულ პაციენტზე

Facebook
Twitter

კორონავირუსით ინფიცირებული 6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის კლასტერიდანაა, 2 ზუგდიდს უკავშირდება, 2 კი საკარანტინო სივრციდანაა.

მან ისაუბრა კლინიკაში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტს და აღნიშნა, რომ მდომარეობის სტაბილიზაცია ვერ ხერხდება.

„6 ახალი პაციენტიდან 2 ბოლნისის წყაროა, 2 ზუგდიდის და 2 არის საკარანტინო სივრციდან, ანუ ყველას წყარო ცნობილია. ისინი მოთავსდნენ სხვადასხვა კლინიკაში და უტარდებათ მკურნალობა. ჩვენთან 56 პაციენტი წევს ამ ეტაპზე, აქედან 2 არის შესაძლო შემთხვევა, რომელსაც ჩაუტარდება ტესტირება და გაირკვევა მათი მდგომარეობა, 54 გვყავს დადასტურებული შემთხვევა, 29 გამოჯანმრთელებულიდან 4 პაციენტი ჩვენია. მძიმე პაციენტებიდან გვრჩება კვლავ ის 1 კრიტიკული პაციენტი, ხანდაზმული პაციენტი, მას აქვს ძალიან მძიმე პნევმონია და თანარსებული ორი მძიმე დაავადება – შაქრიანი დიაბეტი და ძნელად სამართავი ჰიპერტონული დაავადება. პროგნოზს ჯერჯერობით ვერ გეტყვით იმიტომ, რომ კლინიკური მდგომარეობისა და ლაბორატორიული ტესტების შედეგებით, არანაირი სტაბილიზიაცია არ გვაქვს, გაუმჯობესებაზე ლაპარაკი საერთოდ არ არის. 7 პაციენტი გვყავდა მძიმე პნევმონიით, ამ პირებთან არ მოხდა დაავადების პროგრესირება, სტაბილური იყო და პირიქით, გაუმჯობესება დაიწო, გვრჩება ამ ეტაპზე მხოლოდ 2 პაციენტი მძიმე პნევმონიით”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი სტატიები