ბოჭორიშვილის კლინიკას გუშინ სამი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია, – მაკა სოლოღაშვილი

Facebook
Twitter

მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კოვიდინფიცირებული 69 პაციენტი მკურნალობს. მისივე განცხადებით, კლინიკას გუშინ სამი პაციენტი დაემატა, მათგან ორი ბავშვია. აღსანიშნავია, რომ სამივე თეთრიწყაროს კლასტერიდანაა.

“ბოქსირებულ სექტორში არის 84 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 69. 18 წლამდე ასაკის პირი არის 19. გუშინ დაგვემატა სამი პაციენტი, აქედან ორი ბავშვია, რომელიც გადმოყვანილია კარანტინის ზონიდან თეთრიწყაროს კლასტერიდან, ერთი კი მოზარდია. სამივეს მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის. სამივე დადასტურებული დიაგნოზით გადმოვიდა ჩვენს კლინიკაში. ბავშვებს დედა თან ახლავს, მაგრამ ის არ არის ინფიცირებული. 10 პაციენტის მდგომარეობა არის საყურადღებო და ერთი პაციენტი რჩება რეანიმაციაში. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა არის გაუმჯობესება და დგება მისი რეანიმაციიდან გადაყვანის საკითხი. დღეს გამოჯანმრთელება არ გვაქვს,” – აღნიშნა სოლოღაშვილმა.

მსგავსი სტატიები