დღეს, გიორგობის ბრწყივალე დღესასწაულია

Facebook
Twitter

დღეს, მართლმადიდებელი სამყარო წმინდა გიორგის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღესრულება.

6 მაისი წმინდანის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი მესამე საუკუნეში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით ის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ ის იმპერატორს განუდგა. დიოკლიტიანემ მას რწმენის უარყოფა მოსთხოვა. ღვთის შეწევნით წმინდა გიორგიმ უამრავი განსაცდელი დაითმინა. მას 303 წელს თავი მოჰკვეთეს. ეკლესიის ისტორიაში იგი შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

მსგავსი სტატიები