რომან გოცირიძე ხელისუფლებას პანდემიით სპეკულირებაში ადანაშაულებს

Facebook
Twitter

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებამ პანდემიის თემა ამომრჩევლის დასაშინებლად გამოიყენა. მისი მოსაზრებით, „ქართული ოცნება“ შემთხვევით სპეკულირებს.

სავარაუდოა, რომ მისთვის, როგორც მისი ფრაქციის წევრებისთვის, ევროპასა და სხვა ქვეყნებში მიმდინარე მოვლენები უცნობია, რადგან სხვა ვერაფერი ხსნის აღნიშნულ განცხადებას. შეგახსენებთ, ამერიკაში ინფიცირებულთა ოდენობამ 1 მილიონს გადააჭარბა, მას კი შემდეგ ევროპის ქვეყნები მოსდევს. რომ არა დროულად დაწესებული შეზღუდვები საქართველოშიც ისეთივე მაჩვენებელი იქნებოდა, როგორიც მეზობელ ქვეყნებში. საინტერესოა, აღნიშნული განცხადებით ვინ უფრო შეურაცხყო გოცირიძემ მმართველი პარტია, თუ ქვეყნის გმირი ეპიდემიოლოგები.

„დღეს ძნელია საუბარი კენჭისყრის დღესთან დაკავშირებით. მანამდე შეუფერხებლად მისვლაა საჭირო. ხელისუფლება შეეცდება პანდემიის თემა ამომრჩევლების, განსაკუთრებით ჩვენი ასაკოვანი მოქალაქეების, დასაშინებლად გამოიყენოს. პენსიონერები, ფაქტობრივად, საშიმშილოდ გაწირა. მზარდი ფასებისა და ლარის გაუფასურების გამო, დღევანდელი პენსია თავისი მსყიდველობიუნარიანობით იმაზე ნაკლებია, ვიდრე თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. ხელისუფლება შეეცდება განაწყენებული ამომრჩეველი არ მივიდეს საარჩევნო ყუთამდე და მაქსიმალურად შეზღუდოს საარჩევნო კამპანიის ვადები და ფორმები. ყველა ამ საკითხზე უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა ოპოზიციამ, სამოქალაქო სექტორმა, საერთაშორისო პარტნიორება. ფაქტია, რომ ამ მდგომარეობას ხელისუფლება სათავისოდ რომ იყენებს,“ – აღნიშნა გოცირიძემ.

მსგავსი სტატიები