თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში რამდენიმე კვირაში გაიმარჯვებს, – ლევან რატიანი

Facebook
Twitter

ლევან რატიანმა იმედი გამოთქვა, რომ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა კორონავირუსთან ბრძოლაში რამდენიმე კვირაში გაიმარჯვებს. ცნობისთვის, დღეს კლინიკიდან 6 პაციენტი გაეწერება, ასევე ელიან 10 პაციენტის ტესტირების პასუხს და შესაძლოა ისინიც დღესვე გაეწერონ.

„ამ ეტაპზე კლინიკაში მყოფი 79 პაციენტიდან კოვიდინფიცირებულია 61, მათ შორის რეანიმაციაში იმყოფება 5 პირი. მართვით სუნთქვაზე რჩება 2 პაციენტი, აქედან ერთის მდგომარეობა რჩება მძიმე. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, ყველა მათგანის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. დღეს კლინიკიდან ეწერება 6 გამოჯანმრთელებული პაციენტი. პირველადი პასუხი მიღებული გვაქვს 10 პაციენტის. იმედია, რომ ყველა მათგანთან მოვა განმეორებითი უარყოფითი და დღის ბოლოსთვის კიდევ 10 პაციენტი დატოვებს კლინიკას. მინდა გითხრათ, რომ გვყავს 2 ორსული ქალბატონი და ორივეს მდგომარეობა ამ ეტაპზე არის სტაბილური. ახალი შემთხვევა არ გვყოლია ბოლო 24 საათის განმავლობაში. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა რამოდენიმე კვირაში Covid ინფექციასთან ბრძოლას აუცილებლად მოიგებს,“ – აღნიშნა რატიანმა.

მსგავსი სტატიები