კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა, – ეზუგბაია

Facebook
Twitter

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კლინიკაში მოთავსებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა.

“ჩვენთან ამ ეტაპზე 57 პაციენტი მკურნალობს, აქედან 54 დადასტურებულია, 3 არის შესაძლო შემთხვევა. ჩვენთან არ შემოსულა გუშინ არც ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა. რაც შეეხება კრიტიკული პაციენტის მდგომარეობას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ კლინიკურად არის სტაბილიზაცია, მაგრამ გაფართოებუბული კვლევის დინამიკით, მდგომარეობა გაუარესებულია. აქედან გამომდინარე, ჯერ იმის თქმა, რომ ამ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, ნაადრევია და ამას რამდენიმე დღის შემდეგ ვიტყვით. ჯერჯერობით, კვლავ კრიტიკულია და მართვასა და დასტაბილურებას არ ექვემდებარება. დანარჩენი 7 მძიმე პნევმონიის მქომე პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია, რამდენიმე დღის განმავლობაში სტაბილურობის შენარჩუნება უკვე გვეუბნება, რომ მათი მდგომარება გაუმჯობესდება და ისინი უკვე მძიმე ფორმებიდან გადავლენ საშუალო სიმძიმის ფორმებზე”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი სტატიები