კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისთვის მსოლფიო ლიდერებმა 8 მლრდ გამოყვეს

Facebook
Twitter

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნისა და ვირუსის დიაგნოზირებისა და მკურნალობისთვის მსოფლიო ლიდერებმა 8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს.

ცნობისთვის, 4.4 მლრდ ვაქცინის შექმნას მოხმარდება, 2 მლრდ – მკურნალობის მეთოდების განვითარებას, 1.6 მლრდ კი ტესტების წარმოებას.

ცნობისთვის, 1 მლრდ აშშ დოლარს ევროკავშირი გამოყობს, ასევე დონორთა სიაში შედიან: ნორვეგია, საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრალია, ნიდერლანდები, იტალია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ქუვეითი.

სხვადასხვა ოდენობის თანხას ასევე გამოყოფენ სამხრეთ აფრიკა, ირლანდია, ლუქსემბურგი, შვედეთი, პორტუგალია, ხორვატია, ფინეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვენია, ჩეხეთი, პოლონეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები, თურქეთი, მონაკო და ჩინეთი.

მსგავსი სტატიები