პრეპარატის უსაფრთხოდ და ეფექტურად შექმნაზე მნიშვნელოვანი მისი ხელმისაწვდომობაა, – გებრეიესუსი

Facebook
Twitter

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის თანახამად, პრეპარატის უსაფრთხოდ და ეფექტურად შექმნაზე მნიშვნელოვანი მისი ხელმისაწვდომობაა.

„ათი დღის წინ მე შევუერთდი პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის, პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლეიენის და მელინდა გეითსის ინიციატივას, რომ დაწყებულიყო „დამაჩქარებელი აქტი“, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის, დიაგნოსტირებისა და მკურნალობის საშუალებების შემუშავებას, წარმოებას და თანაბარ მიწოდებას უზრუნველყოფდა. დღეს მთელი მსოფლიოდან, 40 ქვეყნის ლიდერი შეიკრიბა, რომ მხარი დაუჭიროს ამ აქტს. დღევანდელ ღონისძიებაზე 7.4 მილიარდი ევროს გამოყოფის პირობა დაიდო, რაც ვაქცინის და წამლების შექმნას და მისთვის საჭირო კვლევებს მოხმარდება. ეს იყო მძლავრი და შთამაგონებელი გამოვლინება გლობალური სოლიდარობისა“, – აღნიშნა გებრეიესუსმა.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნებმა ჯანმოსთვის არამხოლოდ ფინანსური დახმარების შეთანხმება დადეს, არამედ კორონავირუსის საწინააღმდეგო საშუალებების ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ.

„მეცნიერების ბოლო მიღწევები მსოფლიოს საშუალებას აძლევს მზარდი სისწრაფით მიუახლოვდეს ამ საშუალებების შექმნას. თუმცა წარმატების ნამდვილი საზომი იქნება არა ის თუ რამდენად უსაფრთხო და ეფექტურ საშუალებებს შევქმნით, არამედ ის თუ რამდენად თანაბრად გავავრცელებთ მათ. ჩვენთვის არავისთვის არის მისაღები სამყარო, სადაც ზოგი ადამიანი დაცულია, სხვები კი – არა. ყველა უნდა იყოს დაცული“,- აღნიშნა მან.

მსგავსი სტატიები