„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია”, – ანა ჯაბაური

Facebook
Twitter

ანა ჯაბაური აცხადებს, რომ ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია.

მისივე განცხადებით, საზღვრების გახსნის შემდეგ გამსახურდიას ევროპის ქვეყნებში გადაიყვანენ სარეაბილიტაციოდ.

„ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ცოტ-ცოტა კვებაც დავაწყებინეთ, თუმცა ეს არის ხანგრძლივი პროცესი იმიტომ, რომ დაზიანება დიდია და ჯერ კიდევ წინ ბევრი მკურნალობა ელის. ახლაც მკურნალობს თურქეთის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში. რეაბილიტაციისთვის ევროპაში გვინდოდა გადაგვეყვანა, მაგრამ ვერ მოხერხდა, ევროპამ უარი გვითხრა კორონავირუსის გამო. ახლა ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და როგორც კი მიგვიღებენ, კორონას გამო დაკეტილი საზღვარი და საჰარეო სივრცე გაიხსნება, გადავიყვანთ.

ცოტნეს დინამიკა არის დადებითი, ნელ-ნელა მივდივართ წინ. ყოველდღიურად, პატარ-პატარა ნაბიჯებით წინ მივიწევთ და მდგომარეობა გაუმჯობესებულია, დადებითი დინამიკაა. წინ მიდის, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, თუნდაც ის, რომ კვება დავაწყებინეთ ცოტ-ცოტა, ეს უკვე ძალიან წინწადგმული ნაბიჯია”, – აღნიშნა ჯაბაურმა.

მსგავსი სტატიები