თუ შეფასებაა, რომ რისკები ნაკლებია, ცხადია, მეტ და მეტ ბიზნესს უნდა მიეცეს ამოქმედების შესაძლებლობა, – გიორგი აბაშიშვილი

Facebook
Twitter

GIPA-ს კანცლერმა, ბიზნეს კვლევების სახლის ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ თუ შეფასებაა, რომ რისკები ნაკლებია, ცხადია, მეტ და მეტ ბიზნესს უნდა მიეცეს ამოქმედების შესაძლებლობა.

„შესაძლოა, საჭირო იყო და აუცილებელიც გარკვეული მკაცრი ტიპის შეზღუდვები, მაგრამ იმავდროულად ყოველთვის მივმართავდი მთავრობას, რომ ნებისმიერი სფეროს მიმართულებით, სადაც შეიძლებოდა შეზღუდვების გამარტივება, თუნდაც ონლაინ ვაჭრობის აღდგენა, ძალიან სწრაფად უნდა მოეხსნა და არ უნდა გაჰყოლოდა მის მიერ დაანონსებულ გეგმას. ვთვლი, რომ ანტიკრიზისული გეგმა ვერ იქნებოდა ძალიან ზუსტი, რადგან ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა „ჯანდაცვის ეკონომიკაზეა“ დამოკიდებული, შესაბამისად ამ ანტიკრიზისულ გეგმაში მთავრობა უნდა იყოს მოქნილი და გადაწყვეტილებები რეალური სიტუაციიდან გამომდინარე მიიღოს. მიმაჩნია, კარგია, სადაც შევძლებთ სწრაფი აღდგენა დავიწყოთ, იმიტომ, რომ ეს თავიდან აგვაცილებს ზედმეტი სოციალური ხარჯის გაწევას ბიუჯეტიდან, ცხადია გახსნილი სფეროები ადამიანების დასაქმებას უზრუნველყოფენ. მეორე მხრივ, ბიზნესების მუშაობის სწრაფი დაწყება უზრუნველყოფს, რომ როდესაც ეკონომიკის აღდგენის ეტაპზე გადავალთ, ბიზნესი უფრო მზად იქნება“,- განაცხადა აბაშიშვილმა.

მსგავსი სტატიები