ხვალიდან ქუთაისსა და ბათუმში გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება

Facebook
Twitter

ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილების შეზღუდვა ხვალიდან უნდა მოიხსნას. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ შეზღუდვები რჩება თბილისსა და რუსთავში, თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია, საბოლოოდ, კვირის ბოლომდე გახდება ცნობილი.

„რამდენიმე კვირის წინ მივიღეთ გადაწვეტილება, რომ ჩაგვეკეტა მსხვილი ქალაქები. უკვე ხვალიდან, ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი, ყველა სახის შეზღუდვები გადაადგილებებზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვები თბილისსა და რუსთავზე, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასთან მომიჯნავე რაიონებში. თუმცა, თბილისშიც და რუსთავშიც ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში იქნება მიღებული. ვფიქრობ, შესაძლებელია კვირის ბოლომდე თბილისისა და რუსთავის გახსნის საკითხიც დადებითად გადაწყდება“, – აღნიშნა გახარიამ.

მსგავსი სტატიები