საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა

Facebook
Twitter

კორონავირუსი პანდემიის შესაფერხებლად საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის 200 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა დაამტკიცა.

მათივე აღნიშვნით, საქართველოს ეკონომიკური პროგრამის VI მიმოხილვა წარმატებით დასრულდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ განცხადებას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორიც აკეთებს.

„მივესალმებით საქართველოს ძალისხმევას ახალი კორონავირუსის პირობებში ჯანდაცვის სექტორში საბიუჯეტო ხარჯების გაზრდის, სოციალური დაცვის გაძლიერებისა და კერძო სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით. არსებული პროგრამის ფარგლებში საგანგებო ზომის სახით დამატებით გამოვყოფთ 200 მილიონ აშშ დოლარს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის დაფინანსება უკვე დაამტკიცა“, – აღნიშნა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა.

მსგავსი სტატიები