კორონავირუსით გარდაცვლილ მე-8 პაციენტს ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, – ლალი ტურძელაძე

Facebook
Twitter

თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი მე-8 პაციენტი 71 წლის ქალი იყო და ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა.

„აღნიშნული პაციენტი გუშინ გარდაცვლილი მამაკაცის მეუღლე არ არის, თუმცა, ისიც უმძიმეს მდგომარეობაშია. გარდაცვლილ ქალს ძალიან ბევრი თანმხლები დაავადება ჰქონდა, მათ შორის, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ზოგადი სიმსუქნე, გადატანილი ჰქონდა ინფარქტი, გამოხატული ჰქონდა რესპირაციული დისტრესინდრომი, ფილტვების ორმხრივი ანთება მძიმე ფორმით, ასევე განვითარდა ვირუსული მიოკარდიტი“, – აღნიშნა ტურძელაძემ.

მსგავსი სტატიები