დღეისთვის საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, – გია ვოლსკი

Facebook
Twitter

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ დღეისთვის საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ჩამოყალიბდა სააკაშვილის რაღაც კლასტერი, რომელიც ორინტირებულია დესტრუქციაზე და ყველა მათი გამონათქვამი მიმართულია სწორედ ამისაკენ.

„ოპოზიცია თავის კლასიკური გაგებით ნიშნავს პოლიტიკოსთა, ექსპერტთა გაერთიანებას, რომელიც უკეთესი გადაწყვეტილების ძიებაზე არის ორიენტირებული, ასეთი რამ სამწუხაროდ, საქართველოში არ ხდება. რაც შეეხება კონკრეტულ სტატისებს, აქ ეჭვის შეტანა შეიძლება, რა თქმა უნდა, რომ არ იყოს კონკრეტული ფაქტები, იგივე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწეული ქველმოქმედება და არა მარტო ამ შემთხვევაში, როცა ვირუსს ვებრძვით, არამედ ზოგადად მისი საქმიანობა ამ სფეროში. ნებისმიერი შეფასება, რომელიც გაისმის არა მარტო მედიიდან, არამედ საკმაოდ მაღალი ოფიციალური დონეებიდან, არის რეალური, არის მისაღები და პირიქით მისასალმებელია და წესით, რეალური ოპოზიცია რომ არსებობდეს, ისინიც სიამოვნებით უნდა აღნიშნავდნენ იმას, რაც პოზიტიურია. სამწუხაროა, რომ მოიძებნა ადამიანთა ჯგუფი სააკაშვილის კლასტერიდან, რომელიც ამას არ დაგიდევს და ცდილობს ყველაფერს ჩრდილი მიაყენოს, რასაც პოზიტივი ჰქვია,“- აცხადებს ვოლსკი.

მსგავსი სტატიები