წლევანდელი წელი სულ მცირე მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის, – ნათია თურნავა

Facebook
Twitter

ნათია თურნავას განცხაედბით, წლევანდელი წელი, ყველაზე კონსერვატიული პროგნოზებით, სულ მცირე მინუს 4%-ით დასრულდება ჩვენი ეკონომიკისთვის.

„პირველ რიგში რაც გაკეთდა არის ღონისძიებები, რომლებიც მიმართულია სამუშაო ადგილების შენარჩუნებისკენ. ესაა საშემოსავლო გადასახადის ნაწილში ბიზნესისთვის შეთავაზებული შეღავათი, რაც გულისხმობს, რომ 1500 ლარამდე ხელფასის მქონე დასაქმებულზე ბიზნესს შეღავათი ექნება საშემოსავლო გადასახადის გადახდაში, მათ შორის 750 ლარის მქონე დასაქმებულზე საშემოსავლო გადასახადი საერთოდ განულდება. ეს არის შესაძლებლობა და შანსი ბიზნესისთვის, რომ ხელისუფლებას გადაუნაწილოს ტვირთი, რაც მათ დღეს აწევთ, როდესაც შემოსავალი შეუმცირდათ და გასაცემი აქვთ ხელფასები. ამ ღონისძიების ფარგლებში მაქსიმალურად ვუდგავართ გვერდში ბიზნესს, რომ დასაქმებულები შეინარჩუნონ“,- აღნიშნა მინისტრმა.

მსგავსი სტატიები