“რა კარანტინი, რის კარანტინი, საგანგებო სიტუაციაშია კლინიკა 11 მარტიდან მოყოლებული”, – ლევან რატიანი

Facebook
Twitter

ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკას კარანტინის რეჟიმი მხოლოდ ახლა არ გამოუცხადებია. ის ამ რეჟიმში 11 მარტიდან მუშაობს.

მან ასევე განაცხადა, რომ ტყუილია ის ინფორმაცაია, თითქოს კლინიკის მედიკოსი დაინფიცირდა.

“11 მარტიდან სულ ამ რეჟიმში ვართ, საგანგებო სიტუაციაში, ყურებზე დავდივართ და არ გრცხვენიათ, ამდენს რომ რეკავთ? არ ვიცი, ვინ რა დაწერა, შეიძლება დაწერონ ლევანი ქალიაო და ილაპარაკეთ ახლა რამდენიც გინდათ… იქნებ მეც შემიცვალოთ სქესი?

რა კარანტინი, რის კარანტინი, საგანგებო სიტუაციაშია კლინიკა 11 მარტიდან მოყოლებული,” – აღნიშნა რატიანმა.

მსგავსი სტატიები