თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალი ექიმის დაინფიცირების ფაქტს არ ადასტურებენ

Facebook
Twitter

თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალი ექიმის დაინფიცირების ფაქტს არ ადასტურებენ.

აღსანიშნავია, რომ კლინიკაში ექიმები მკურნალობენ, თუმცა არსეთი არ არის აღნიშნული ჰოსპიტალიდან.

„ჩვენი კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ აქვს და ისე ჩვენთან ბევრი მედიკოსი წევს სხვადასხვა კლინიკიდან. კარანტინს რაც შეეხება, ჩვენს კლინიკაში ისედაც არის კარანტინი – დღეს შევცვალეთ „სტაფი“, რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი „სტაფი” შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა, 10 დღით დავტოვოთ. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება. ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ, ტესტირებებს ვაკეთებთ, ახალი არაფერია. ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას, უბრალოდ „სტაფი“ შევცვალეთ“, – განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება ლევან რატიანმაც გააკეთა.

“ტყუილი ინფორმაციაა. რაც გავიხსენით, კლინიკაში ეს სიტუაციაა ყოველთვის. მასიური ტესტირების შედეგად, არც ერთი განყოფილების თანამშრომელს არ დადასტურებია”, – აღნიშნავს რატიანი.

მსგავსი სტატიები