კომპანია „აიპლიუსმა“ ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოიტანა სამედიცინო სერტიფიცირებით პირბადეები

Facebook
Twitter

კომპანია „აიპლიუსმა“ ჩინეთიდან სპეცრეისით ჩამოიტანა სამედიცინო სერტიფიცირებით პირბადეები. აღსანიშნია ისიც, რომ პირბადეები განკუთვნილია არა მხოლოდ ექიმებისთვის, არამედ კომპანიის თანამშრომლებისთვისა და მომხმარებლებისთვისაც.

“პირბადეებზე დიდი დეფიციტის მიუხედავად ჩვენმა კომპანიამ მოახერხა და ჩამოიტანა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებული პირბადეები. ნაწილი სახელმწიფოსა და ექიმებს გადავეცით, ვინც პირველ ფრონტზე იბრძვის ჩვენი სიცოცხლისთვის. ნაწილი კი ჩვენი მომხმარებლებისთვის გამოვყავით. თანამედროვე დროში ამაზე კარგი საჩუქარი ალბათ არ არსებობს”, – აღნიშნავს ირაკლი მაჭავარიანი.

ცნობისთვის, კომპანია აკმაყოფილებს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და ამასთანავე პროდუქტის მიტანას 2 საათის განავლობაში ახორციელებს. მომხმარებლებს კი საჩუქრად სწორედ ეს პირბადეები გადაეცემათ.

მსგავსი სტატიები