“თამამად ვამბობ, ამ ეტაპისთვის გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია“ – ამირან გამყრელიძე

Facebook
Twitter

ამირან გამყრელიძის განცხადებით, „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო, დაველოდოთ, მაგრამ თამამად ვამბობ, ამ ეტაპისთვის გარკვეულად შევაკავეთ ეპიდემია“.

მისივე განცხადებით, ეს ყოველივე განაპირობა იმან, რომ საქართველოში შესაბამისი ღონისძიებები კომპლექსურად და დროულად ამუშავდა.

„ჩვენ ამოვიღთ 2009-2010 წლის გეგმა, რომელიც პანდემიური გრიპი დროს იყო შემუშავებული, რასაც ღორის გრიპს ვეძახით. ამოვიღეთ ასევე გეგმა, რომელიც შემუშავებული გვქონდა ებოლას ეპიდემიის დაწყების დროს, 2014 წელს. კიდევ რამდენიმე ასეთი დოკუმენტი ამოვიღეთ და უკვე იანვრის შუა რიცხვებში დავიწყეთ მზადება, თუ რა ღონისძიებები უნდა მომზადებულიყო ქვეყანაში“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი სტატიები