თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო ზონაძი 90 პირი გადაიყვანეს

Facebook
Twitter

თეთრიწყაროს მერმა, გიორგი ქორიძემ, განაცხადა, რომ, დღეს, მუნიციპალიტეტიდან საკარანტინო ზონაძი 90 პირი გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, მათ მხარეში ინფიცირების 38 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„38 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, გუშინ 18 შემთხვევა შეემატა, დღეს კიდევ რამდენიმე ტესტის პასუხს ველოდებით, ალბათ, ცოტა ხანში, მონაცემები შეგვეცვლება. 12:00 საათზე, ტურიზმის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, 4 დიდი ავტობუსი ჩამოვა, რომლითაც საკარანტინო პირობებში დაახლოებით, 90 ადამიანს გადავიყვანთ. ეს ადამიანები ინფიცირებულთა ახლო კონტაქტები არიან“, – აღნიშნავს ქორიძე.

მსგავსი სტატიები