“გამოჯანმრთელებული იყო 178 ადამიანი, შეემატა 6”, – მარინა ეზუგბაია

Facebook
Twitter

მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსბული პაციენტებიდან 2 გამოჯანმრთელდა, მათგან 1 მოზარდია.

„გუშინ 539 დადასტურებული შემთხვევა გვქონდა, დაგვემატა 27 და ქვეყანაში 566 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. გამოჯანმრთელებული იყო 178 ადამიანი, შეემატა 6 და ახლა ჯამში 184 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემებს თუ შევაჯერებთ, ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 376 პაციენტი მკურნალობს. 27 პაციენტიდან 13 პაციენტი ბოლნისის წყაროა, ერთი თეთრიწყაროსია, ორი მარნეულისაა, 4 საკარანტინე სივრციდანაა და დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება. ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არც ერთი არ არის შემოყვანილი, ანუ ჩვენთან იგივე მონაცემები რჩება, გუშინ 43 დადასტურებული პაციენტი გვყავდა, აქედან 2 გამოჯანმრთელდა და ამჟამად 41 პაციენტი გვრჩება, საერთო ჯამში, 67 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს. 11 მოზარდიდან ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა, იმ ორ გამოჯანმრთელებულში 1 მოზარდია. სამი მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა არ ფასდება, როგორც განსაკუთრებით მძიმე, სიტუაცია მართვას და მკურნალობას ექვემდებარება. რამდენიმე დღეში ისინიც თავიანთი მდგომარეობით, საშუალო სიმძიმის პაციენტებში გადაინაცვლებენ“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

მსგავსი სტატიები