საქართველოში კორონავირუსის შემთხვევებმა 566-ს მიაღწია

Facebook
Twitter

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 27 ერთეულით იმატა და ამ დროისთვის ქვეყანაში 566 ინფიცირებულია. აღნიშნული განცხადება ვებ-გვერდზე, stopcov.ge, არის განთავსებული. საკარანტინო რეჯიმში 5 320 ადამიანია მოთავსებული, ხოლო სტაციონარში – 548 პირი.

შეგახსენებთ, ინფიცირებულთა ჯამური ოდენობიდან 184 ადამიანი გამოჯანმრთელებულია, ხოლო გარდაცვლილთა ოდენობა კვლავ 6 რჩება.

მსგავსი სტატიები