დავით ცინარიძეს პატიმრობა მიესაჯა

ოჯახური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ საპატრულო პოლიციის ყოფილ უფროსს პატიმრობა მიესაჯა.

დავით ცინარიძეს აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ გამოუცხადა.

აღსანიშნავია, რომ ბრალდებული მხარე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას არ აკეთებს, ისევე, როგორც მისი ოჯახი. ადვოკატის განცხადებით, ცინარიძისთვის „ოჯახი წმინდაა და აღნიშნული თემის ზედმეტი დრამატიზირება არ სურს“.

გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი სტატიები