კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ ძალიან მაღალია, – ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მოსახლეობას წესების დაცვისკენ მოუწოდა, რადგან კორონავირუსის გავრცელების რისკი კვლავ ძალიან მაღალია.

„მოთხოვნის სახით კვლავ რჩება სოციალური დისტანციის მკაცრი დაცვა. ამ დროის მონაცემებით, ჯერჯერობით კოვიდინფექციის დაფიქსირების კუთხით კონტროლირებადი ზრდა გვაქვს, მაგრამ ეს არ აძლევს მოდუნების საშუალებას არც საქართველოს და არც სხვა ქვეყნებს. კოვიდინფექციის გავრცელების რისკები კვლავ ძალაში რჩება. აქედან გამომდინარე, ჩვენმა მოქალაქეებმა აუცილებლად უნდა დაიცვან ყველა ის მოთხოვნა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან არის დადგენილი,“ – განაცხადა ტიკარაძემ.

მსგავსი სტატიები