რუსეთს აღელვებს ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მცდელობა, კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულოს, – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთს აღელვებს ზოგიერთი დასავლური ქვეყნის მცდელობა, კორონავირუსის პანდემიაში ჩინეთი დაადანაშაულოს.

„მსურს გითხრათ, რომ გულს გვტკენს ის რიტორიკა და მცდელობა, რომელიც რომელიმე ერთი მხარისკენ თითის გაშვერას გულისხმობს. აშშ ადანაშაულებს ჩინეთს. ჩინეთის წინააღმდეგ ბრალდებები გაახმაურეს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაშიც (საფრანგეთსა და გერმანიაშიც),“-  განაცხადა ლავროვმა.

მან დასძინა, რომ ამ პერიოდისთვის ერთადერთი მიზანი პანდემიის დამარცხება უნდა იყოს.

„მოგვიანებით, რასაკვირველია, მისი წარმოშობის მიზეზებიც უნდა გავარკვიოთ. მეცნიერების პროგნოზით, კორონავირუსი კვლავ დაბრუნდება და სეზონური გრიპებისა და დაავადებების მსგავსად მუდმივად იარსებებს ჩვენთან. ამიტომ, მისი წარმოშობის მიზეზების შესწავლა აუცილებლად დაგვჭირდება,” – აღნიშნავს ლავროვი.

მსგავსი სტატიები