კორონავირუსმა 2 004 ადამიანი იმსხვერპლა

ჩინეთში ახალი კორონავირუსისგან 2 004-მდე ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაინფიცირებულია 74 000. აღნიშნულ ინფორმაციას ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახური ადასტურებს.

ჩინეთს სახელმწიფო მედია აცხადებს, რომ ჰუბეის პროვინციაში პაციენტების სამედიცინო ისტორიებს შეამოწმებენ და ყველას, ვისაც 20 იანვრის შემდეგ ხველა ან სიცხე ჰქონდა ტესტს ჩაუტარებენ.