უსაფრთხოების საბჭოს მდივნი ვახტანგ გომელაური გახდა

უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერი ავრცელებს.

„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან თანამდებობაზე დანიშვნას, რა თქმა უნდა, შეთავსებით. ეს ნიშნავს, რომ მისი ფუნქციონალი, ისევე როგორც ძალისხმევა იქნება გაზრდილი და ეფექტური“,- განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობას მანამდე ლევან იზორია იკავებდა.