ნატო რუსეთს უკრაინიდან ძალების გაყვანისკენ მოუწოდებს

უკრაინული მედიის გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ნატო აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარებით შეშფოთებულია.

“შეშფოთებულები ვართ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების მხრიდან აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის ესკალაციის გამო. ეს ძირს უთხრის მინსკის შეთანხმებებსა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მცდელობებს. ნატო სრულად უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში,“ – აღნიშნა ნატო-ს პრესსპიკერმა.

ნატო-მ მოუწოდა რუსეთს თავისი ძალები გაიყვანოს აღმოსავლეთ უკრაინიდან.
”ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ გაიყვანოს თავისი ძალები, შეწყვიტოს სეპარატისტების მხარდაჭერა და რეალური ძალისხმევა განახორციელოს მინსკის შეთანხმებების განსახორციელებლად,” – აღნიშნავს პრესსპიკერი.