სამტრედიაში ქმარმა მეუღლე ცივი იარაღით მოკლა

სამტრედიაში, ქმარმა საკუთარი მეუღლე მოკლა. გარდაცვლილი სალომე ბოხუა იუსტიციის სახლში განქორწინების მიზნით მიემართებოდა, როდესაც მას მეუღლე დანით დახვდა და ჭრილობა მიაყენა.

გარდაცვლილის მამა აღნიშნავს, რომ ის შვილთან ერთად იმყოფებოდა. მან თავად მიიყვანა შვილი იუსტიციის სახლში და სანამ თვითონაც შევიდოდა სიძე მის შვილს თავს დაესხა. შენობაში შესულს მამას შვილი უკვე გარდაცვლილი დახვდა.

განქორწინების მიზეზი კონფლიქტი იყო.
“განქორწინების მიზნით წავიდა იუსტიციის სახლში, ყოფილი ქმარი ბათუმში უნდა მისულიყო და ორივე მოაწერდა ხელს, ჩვენ ასე ვიცოდით. წავიყვანე მანქანით, ვიდრე მე მანქანას დავაყენებდი, სალომე შევიდა და ამ დროს თავს დასხმია. დანა დაარტყა, მე რომ შევედი ძირს ეგდო და მკვლელი დაკავებული ჰყავდათ. ერთი ჭრილობა დავინახე. კონფლიქტი ჰქონდათ და ამიტომ შორდებოდნენ. ათი წლის ცოლ-ქმარი იყო, ჩვენთან ცხოვრობდნენ, გარკვეული პერიოდი, მერე ბათუმში იყვნენ”,- აცხადებს გარდაცვლილის მამა თემურ ბოხუა.