ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას – პრეზიდენტი დონბასში განვითარებულ მოვლენებზე

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დონბასში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას, – განაცხადა საქართველოს პირველმა პირმა.

„აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებების განახლება წარმოადგენს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული სუვერენიტეტის დარღვევას. მე შეშფოთებული ვარ ამ უკან გადადგმული ნაბიჯების გამო, ვგმობ მოვლენების ტრაგიკულ განვითარებას და ვიზიარებ უკრაინელი ხალხის მღელვარებას“,- დაწერა ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების თავდასხმების შედეგად დონბასში 1 უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა, 4 კი დაშავდა.