ბილი აილიშმა და მისმა ძმამ სიმღერა ჯეიმს ბონდის ფილმისთვის ტურში ყოფნის დროს ავტობუსით მგზავრობისას დაწერეს

ბილი აილიში ძმამ ინტერვიუში განაცხადა, რომ სიმღერა ჯეიმს ბონდის ახალი ფილმისთვის მან და მისმა დამ ტურში ყოფნის დროს ავტობუსით მგზავრობისას დაწერეს.
“No Time To Die“ ტურში ყოფნისას ავტობუსში დავწერეთ. სცენარის პირველი ოცი გვერდი მოგვცეს და ჯეიმს ბონდზე გადაღებულ ფილმებში სიმღერაც სწორედ ამ დროს იწყება ხოლმე, არა? სცენარის ოცი გვერდი წავიკითხეთ, არაჩვეულებრივი იყო. ზოგადად, ტექსტი დაგვეხმარა, მიმართულებაც გვეპოვა. ამიტომაც მე და ბილიმ სიმღერა იქვე, ავტობუსში დავწერეთ, დემოც ჩავწერეთ და დანარჩენი ლონდონში დავასრულეთ.” – აღნიშნა ფინეას ო’კონელიმ.
შეგახსენებთ, სიმღერას, ჯეიმს ბონდის ფილმისთვის, No Time To Die ეწოდება.