რეჟისორ გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ რეჟისორ გიორგი შენგელაიას დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
დაკრძალვა 20 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება, ხოლო პანაშვიდი 18 და 19 თებერვალს ჩატარდება.
შეგახსენებთ, ქართველი რეჟისორი 17 თებერვალს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.