საბჭოთა კავშირის ჰიმნი პარლამენტში?

ოპოზიციონერებმა, ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესვლისას საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.
მათ ჰიმნი მაშინ ჩართეს, როდესაც არჩილ თალაკვაძე ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას რუსულ ოკუპაციაზე საუბრობდა.
“ჩვენს პოლიტიკურ ოპოზიციაში დღემდე რჩებიან ადამიანები, ვინც თავის დროზე სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს მიჰყიდეს, ბრძოლის ველზე ჯარისკაცები დატოვეს და მშვიდობიანი მოსახლეობა საომარ ზონაში მიატოვეს. ევროპის საბჭოში რეზოლუციას მოაწერეს ხელი, რომელიც საქართველოს ადანაშაულებდა საომარი მოქმედებების დაწყებაში”, – განაცხადა თალაკვაძემ.