„შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი“ – გიორგი გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გენერალური პროკურორობის კანდიდატ ირაკლი შოთაძეს ღირსეულ პროფესიონალად მოიხსენიებს.
აღსანიშნავია, რომ პრემიერის საკანონმდებლო ორგანოში შესვლას აქტივისტები შეძახილებით შეხვდნენ, რის შემდეგაც მან ჟურნალისტებთან შოთაძესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
“ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი, რომელსაც ხშირად შეუძლია მძიმე გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება”, – აღნიშნა გახარიამ.