ჭიათურაში მაღაროელები გაიფიცნენ

ჭიათურაში შუქრუთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ. ამის მიზეზი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ შეუსრულებელი დაპირებები აღმოჩნდა.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ მაღაროს მუშაობის გამო სოფელში ბევრი პრობლემა შეიქმნა, დაზიანდა სახლები და გზები.

მათი აღნიშვნით კომპანიისაგან კომპენსაციას ითხოვდნენ, “ჯორჯიან მანგანეზმა” კი სექტემბერში შეწყვეტილი მუშაობის გამო მათ სასამართლოში უჩივლა და 5.5 მლნ ლარი ითხოვა.

„გასულ წელს გავიფიცეთ, გვინდოდა, კომპანიას ზარალი აენაზღაურებინა. დაიწყო მოლაპარაკება, მაგრამ კომპენსაციის ნაცვლად კომპანიამ გვიჩივლა და გაცდენილი დღეების გამო ხუთ მილიონნახევარ ლარს ითხოვენ. ჩვენ გვაზარალებენ და ჩვენ გვიჩივიან. სახლები დაგვენგრა მალე მთელი სოფელი საფრთხის წინაშე იქნება”, – აცხადებენ ადგილობრივები.