„თუ ოპოზიცია დიალოგში დაბრუნებას ვერ შეძლებს, ეს იქნებ მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციულია“ – არჩილ თალაკვაძე

არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველი პარტია და პარტნიორები ერთ პოზიციაზე არიან, როდესაც ოპონენტებთან მოლაპარაკებებზე საუბრობენ. თუმცა ოპოზიციონერთა ნაწილი განსხვავებულ მოსაზრებაზეა.

“ჩვენი შეთავაზება არის კომპრომისული და სამართლიანი. ერთჯერადი გამოყენებისთვის ოპოზიციას შევთავაზეთ 2020-ში მნიშვნელოვნად შეცვლილი პროპორციები – 100/50. ეს არის ოპოზიციისთვის ტესტი. თუ ოპოზიცია დიალოგში დაბრუნებას და ამ ფარგლებში შეთანხმებას ვერ შეძლებს, ეს იქნებ მკაფიო სიგნალი, რომ ოპოზიციის ეს ნაწილი არის დესტრუქციული და რეალურად მხარს უჭერს ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროცესს. იმედი მაქვს, რომ დიალოგს დაუბრუნდებიან პოლიტიკური ძალები და ჩვენ შევძლებთ გარკვეულ წესებზე შეთანხმებას წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებამდე”, – აცხადებს თალაკვაძე.