კრიტიკული მდგომარეობა თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში

სახალხო დამცველი თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში არცებულ მდგომარეობაზე საუბრობს და მას კრიტიკულად აფასებს. მოძველებულია ინფრასტრუქტურა, გადატვირთულობაა და სანიტარულ-ჰიგიენური პირობები არ არსებობს.
“პაციენტები არ არიან უზრუნველყოფილი სათანადო საყოფაცხოვრებო პირობებით. არ აქვთ პირადი ნივთების შესანახი კარადები. განყოფილებებში არ დგას სკამები, რბილი ავეჯი. თამბაქოს მოსაწევი ადგილი არ არის იზოლირებული განყოფილების საერთო სივრციდან. შენობაში დგას მძაფრი სპეციფიური სუნი. პაციენტები მოკლებული არიან ყოველდღიური გასეირნების შესაძლებლობას. სველ წერტილებში არ მოდის ცხელი წყალი, რის გამოც მათ პირადი ჰიგიენის დაცვა ცივი წყლის გამოყენებით უწევთ” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ომბრუდსმენის აღნშვნით, არსებული დაფინანსება სტაციონარისთვის არასაკმარისია და არ უზრუნველყოფს სათანადოდ მოვლის, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხარისხს.

“ბენეფიციართა შორის ხშირია კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევები. არ ხდება ასეთი შემთხვევების სათანადო მართვა, არ ხორციელდება ძალადობის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებები. დაწესებულებას არ ჰყავს საკმარისი რაოდენობის პერსონალი. ამასთან, არც დასაქმებულებს აქვთ სათანადო სამუშაო პირობები” – აცხადებს სახალხო დამცველი.
ნინო ლომჯარიას აღნიშვნთ, ცვლილებები რაც შეიძლება მალე და დროულად უნდა ჩატარდეს.