დღეს, პარლამენტში არჩილ თალაკვაძე სიტყვით წარსდგება და პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმას წარადგენს.
ცნობისთვის, რეგლამენტის მე-19 მუხლის თანახმად, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ კვირაში უნდა წარედგინოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმა.