„ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ კლება შენარჩუნდება“ – ტედროს ადან გაბრეისუსი კორონავირუსზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დერქტორი ტედროს ადან გაბრეისუსი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მიერ ბოლო დროს მოწოდებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, ეპიდემიის შეფასების თვალსაზრისით ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება.

„მონაცემები შემთხვევების შემცირებაზე მეტყველებს, თუმცა ამ ტენდენციის შესახებ ძალიან ფრთხილი მსჯელობაა საჭირო, ვინაიდან ტენდენციები, შესაძლოა, შეიცვალოს. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ კლება შენარჩუნდება. ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება,“- აცხადებს გებრეისუსი.