მორიგი აურზაური პარლამენტთან

პარლამენტის შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის შეხლა-შემოხლა იყო.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ამბობს, რომ დაპირისპირების მიზეზი „პოლიციელის მხრიდან ძველბიჭობამ გამოიწვია”.
ოპოზიციონერი აცხადებს, რომ სამართალდამცავები მოქალაქეებს თავისუფალ გადაადგილებას უკრძალავენ.