ჯასტინ ბიბერს ბილი აილიშის დაცვა სურს

ჯასტინ ბიბერმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ბილი აილიშის დაცვა სურს. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ ჰქონდა მას აილიშის დაცვის სურვილი, რაზეც მან უპასუხა:

“მე მისი დაცვა მსურს. ჩემთვის ძნელი იყო ისეთი ახალგაზრდა ვყოფილიყავი ინდუსტრიაში და არ ვიცოდი რა უნდა მექნა, ყველა მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი და მეორე წამს ზურგს მაქცევდნენ. დიახ, ეს ძნელია, მინდა მან იცოდეს, რომ შეუძლია დამეყრდნოს. თუმცა, დღის ბოლოს არასდროს ვაიძულებ საკუთარ თავს, რომ მასთან ურთიერთობა მქონდეს, ეს ბუნებრივი უნდა იყოს, არა? ამიტომ, ქნას მან ის, რაც უნდა და თუ ოდესმე დავჭირდები, აქ ვიქნები მისთვის”, – აცხადებს ბიბერი.

ცნობისთვის, ამ საკითხზე საუბრისას ჯასტინ ბიბერი ატირდა.

“უბრალოდ მინდა დავიცვა, იცით? არ მინდა რომ დამარცხდეს, არ მინდა რომ ჩემნაირი გზა გაიაროს. ამას არავის ვისურვებდი. ამიტომ, თუ ოდესმე დავჭირდები, ჩემგან ერთი ზარი აშორებს”, – თქვა ჯასტინ ბიბერმა.