ევროკავშირმა ბელარუსს იარაღის ემბარგო 2021 წლამდე გაუხანგრძლივა

„როიტერსი“ ავრცელებს, რომ ევროკავშირმა ბელარუსს იარაღის ემბარგო გაუხანგრძლივა. ცნობისთვის, იგი 2021 წლის 28 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, ბელორუსს სანქციები 2004 წელს დაეკისრა, მას შემდეგ, რაც ორი ოპოზიციონერი უკვალოდ გაუჩინარდა. მოგვიანებით, 2011 წელს კი ადამიანის უფლებების კანონმდებლობის დარღვევის გამო, სანქციები უფრო გაფართოვდა.